სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1784317315
ფინურმა მედიამ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც ფინეთის მთავრობის მეთაური, სხვადასხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად, ერთობა.
ვიდეოში, რომელიც სოციალური მედიით გავრცელდა, ჩანს, რომ ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი მათთან ერთად ცეკვავს. ფინური მედიის ცნობით, ჩანაწერში ისმის სიტყვა "კოკაინი".
ფინელი პარლამენტარების ნაწილმა მოითხოვა, რომ პრემიერ-მინისტრმა ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ტესტი გაიკეთოს და შედეგი გაასაჯაროოს.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფინეთის პრემიერ-მინისტრმა უარყო, რომ ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა მიღებული.
„მე ვცეკვავდი, ვმღეროდი, აღვნიშნავდი, ვაკეთებდი იმას, რაც სრულიად ლეგალურია“, – განაცხადა ფინეთის მთავრობის მეთაურმა.
ცნობისთვის, ფინეთის პრემიერ-მინისტრი, ღამის კლუბში ვიზიტის გამო, დეკემბერშიც გაეხვია სკანდალში, ის არ გადავიდა კარანტინში, როდესაც წვეულებაზე მყოფ მის კოლეგას კორონავირუსი დაუდასტურდა.