საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
ფინეთის მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, რუსეთის მოქალაქეებზეგაცემული ტურისტული ვიზების რაოდენობა 10-ჯერ უნდა შემცირდეს.
ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ მთავრობისა და პარლამენტის ერთობლივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი განცხადებით, შეზღუდვები სექტემბრის დასაწყისიდან ამოქმედდება.
ფინეთის მინისტრთა კაბინეტის შეთავაზებაა, ასევე, რუსებისთვის ახალი ტიპის ჰუმანიტარული ვიზის შემოღება, რათა გაიოლდეს სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მგზავრობა.