ფინეთის პრემიერ-მინისტრის ნარკოტესტის პასუხი ცნობილია

ფინეთის პრემიერ-მინისტრი

ფინეთის პრემიერ-მინისტრის, სანა მარინის ნარკოლოგიური ტესტის პასუხი უარყოფითია, -  ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც სანა მარინმა განაცხადა, ნარკოტესტი მას შემდეგ გაიკეთა, რაც მიმდინარე კვირაში, ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც ის კერძო სახლში გამართულ წვეულებაზე ცეკვავს.

„ბოლო დღეებში საკმაოდ მძიმე საჯარო ბრალდებები გავრცელდა, რომ მე ვიყავი ისეთ სივრცეში, სადაც ნარკოტიკებს იყენებდნენ, ან მე თვითონ ვიყენებდი ნარკოტიკებს. მიმაჩნია ეს ბრალდებები ძალზე სერიოზულად და, მართალია, ნარკოტესტის მოთხოვნა უსამართლოდ მიმაჩნია, ჩემი სამართლებრივი დაცვისა და ყოველგვარი ეჭვის გასარკვევად, დღეს გავიარე ნარკოლოგიური ტესტი, რომლის შედეგებიც ცნობილი იქნება დაახლოებით ერთ კვირაში“, - აღნიშნა ფინეთის პრემიერმა.