1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი Ruisrock Festival-ზე გამოჩნდა. პრემიერი მუსიკალურ ფესტივალზე შორტებითა და ტყავის ქურთუკით იმყოფებოდა.
მის ფოტოს Ruisrock -ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ის, რომ ფინეთის პრემიერს მუსიკა და ე.წ ღამის ცხოვრება უყვარს ახალი არ არის. ოფიციალური პირი ხშირად დადის სხვადასხვა კლუბებსა და მუსიკალურ ფესტივალებზე, რასაც ოპონენტები მის საწინააღმდეგოდ იყენებენ.
36 წლის სანა მარინი ფინეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ მინისტრია ქვეყნის ისტორიაში. ფინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი ამ პოსტს 2019 წლიდან იკავებს.
პოლიტიკოსი პატარა იყო როდესაც მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. მშობლების დაშორების შემდეგ სანა მარინი ერთსქესიანთა ოჯახში გაიზარდა მას დედა და დედის პარტნიორი ქალი ზრდიდნენ.
View this post on Instagram