ფინეთში ბრედ პიტის ქანდაკებების გამოფენა გაიხსნა - ნახეთ მსახიობის უახლესი ნამუშევრები

პიტი

ამერიკელმა ოსკაროსანმა მსახიობმა, ბრედ პიტმა, ფინეთის ერთ-ერთ მუზეუმში გამართულ გამოფენაზე თავისი შექმნილი ქანდაკებები წარადგინა. 58 წლის მსახიობი, რომელიც თვითნასწავლ მოქანდაკედ იქცა, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყანას საგანგებოდ ღონისძიებისთვის ეწვია და ნამუშევრები თავადვე გააცნო დამთვალიერებელს.  ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

გავრცელებული ცნობით, მოქანდაკეობას ხელი პიტმა მას შემდეგ მიჰყო, რაც ანჯელინა ჯოლის დაშორდა. 2017 წელს მსახიობი ლოს-ანჯელესში მოწყობილ სტუდიაში 15 საათამდე დროს ატარებდა.