1759260719
ფილიპინებში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, ცენტრალური ფილიპინების ტერიტორიაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
ბიძგების სიმძლავრემ 6.9 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მსხვერპლის ან მნიშვნელოვანი ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.