FBI-მ დააკავა კაცი, რომელსაც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის აფეთქებაში ედება ბრალი

FBI-მ დააკავა კაცი, რომელსაც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის აფეთქებაში ედება ბრალი

FBI-მ დააკავა კაცი ფლორიდიდან, რომელსაც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის აფეთქებაში ედება ბრალი, - იუწყება CNN.

30 წლის ჰარუნ აბდულ იენერს ბრალი ედება ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენების მცდელობაში ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის შენობის დასაზიანებლად ან გასანადგურებლად.

FBI-მ იენერის მიმართ გამოძიება თებერვალში დაიწყო იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომ ის მალავდა ასაფეთქებელი მოწყობილობების სქემებს. FBI-ს თანამშრომლებმა მის სამალავში აღმოაჩინეს ბომბის დამზადების ნახაზები და სხვადასხვანაირი ასაფეთქებელი მოწყობილობები. FBI-ის ინფორმაციით, ის 2017 წლიდან ინტერნეტში ეძებდა ინფორმაციას ბომბების დამზადების თაობაზე.

იენერი გამოუტყდა FBI-ს საიდუმლო აგენტს, რომ ის ბომბის გამოყენებას მადლიერების დღემდე ერთი კვირით ადრე ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის შენობაში აპირებდა.