1732172400
"ძლიერი საქართველო" გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას ბარიერგადალახული და ხმაწართმეული პარტიებისგან სახალხო პარლამენტი, სადაც იქნება მსჯელობა და ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან" - ლევან სამუშია
ლევან სამუშია "დღის კურიერის" ეთერში "ძლიერი საქართველოს" გეგმებთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, "ძლიერი საქართველო" მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას არ აპირებს.
"მე შემიძლია გითხრათ, რომ "ძლიერი საქართველოს" გეგმა არის მაქსიმალურად ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა, მაქსიმალურად მიწოდება ინფორმაციის. ასევე, "ძლიერი საქართველოს" გეგმაა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიებიდან სიების ჩახსნა და ლეგიტიმაციის არ მიცემა პარლამენტისთვის.
"ძლიერი საქართველო" რჩება ამ გეგმის ერთგულად. "ძლიერი საქართველო" და ჩვენი პარტიის თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას ამ ბარიერგადალახული და ხმაწართმეული პარტიებისგან სახალხო პარლამენტი, სადაც იქნება მსჯელობა, ურთიერთობა და კავშირები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, სადაც იქნება ქვეყნის საკითხებზე აქცენტირება და, ასევე, მთავარია, ჩატარდეს ქვეყანაში ხელახალი არჩევნები," - აღნიშნა ლევან სამუშიამ.