1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
Facebook-ი და Instagram-ი წაშლიან იმ მომხმარებელთა პოსტებს, რომლებიც ქალებს აბორტის გამომწვევ აბებზე წვდომას სთავაზობენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Verge ავრცელებს.
მას შემდეგ რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა, სოციალურ ქსელებში მომრავლდა პოსტები, სადაც მომხმარებლები აბორტის გამომწვევი აბების გაგზავნას სთავაზობენ ქალებს, რომლებსაც ამ მედიკამენტებზე წვდომა მალე შეეზღუდებათ.
Associated Press-ის მიერ გამოქვეყნებული ასეთი შინაარსის სატესტო პოსტი Facebook-მა 1 წუთში, ხოლო Verge-ის მიერ გამოქვეყნებული პოსტი 2 წუთში წაშალა.
კომპანია Meta-ს პრესმდივანმა ენდი სტოუნმა განაცხადა, სოციალურ ქსელებში „აკრძალულია ფარმაცევტული პროდუქციის შეძენა, გაყიდვა, ვაჭრობა, ჩუქება, მოთხოვნა ან შეძენის დაფინანსება“.