რას ნიშნავს გარდაცვლილი ადამიანის სიზმარში ნახვა: ეზოტერიკოსი გვირჩევს, უნდა ვინერვიულოთ თუ არა
1767991226
სტიქია, რომელიც მცხეთა-მთიანეთში, მთიულეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტში ორი დღის განმავლობაში მძვინვარებდა, მოსახლეობა და ცენტრალური მაგისტრალი მნიშვნელოვნად დააზიანა.
"პრაიმტაიმს" ადგილობრივმა ფასანაურიდან, ნიკა ქავთარაძემ ვიდეო კადრები მოაწოდა, სადაც ჩანს, ჩანგრეული საავტომობილო გზის ნაწილი.
კადრები ფასანაურთან არის გადაღებული.
სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა სოფელ მლეთაში არსებული რამდენიმე სახლი. ასევე, ტურისტულ ზონაში, ფასანაურიდან გუდაურამდე არსებული ინფრასტრუქტურა: ჯომარდობისთვის განკუთვნილი ცენტრები, სავაჭრო ობიექტები და რესტორნები.
არის სოფლები, რომლებსაც გარე სამყაროსთან კავშირი არ აქვთ - არაგვის ადიდებამ არსებული ხიდები დააზიანა.