1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„პოლიტიკოსებს ევროპაში უწევთ, დაარწმუნონ თავიანთი მოქალაქეები, ნაკლები ჭამონ, უფრო იშვიათად დაიბანონ, სახლში კი უფრო თბილად ჩაიცვან. ხოლო მათ, ვინც სამართლიანი კითხვების დასმას იწყებს, რატომ არის ასე, მყისიერად აცხადებენ მტრებად, ექსტრემისტებად და რადიკალებად“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპელ პოლიტიკოსებს ისრები გადააქვთ რუსეთზე, რომ რუსეთია ყველა უბედურების წყარო.
„ქაღალდით ვერავის გამოკვებავ, საჭიროა სურსათი. ვერც ამ გაბერილი კაპიტალიზაციით გაათბობ ვინმეს, ენერგომატარებლებია საჭირო. ამიტომ, პოლიტიკოსებს ევროპაში უწევთ, დაარწმუნონ თავიანთი მოქალაქეები, ნაკლები ჭამონ, უფრო იშვიათად დაიბანონ, სახლში კი უფრო თბილად ჩაიცვან. ხოლო მათ, ვინც სამართლიანი კითხვების დასმას იწყებს, რატომ არის ასე, მყისიერად აცხადებენ მტრებად, ექსტრემისტებად და რადიკალებად. ისრები გადააქვთ რუსეთზე – აი, ვინ არის თქვენი ყველა უბედურების წყარო, ისევ იტყუებიან. მინდა, ხაზი გავუსვა, არსებობს ყველა საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ დასავლური ელიტები არ აპირებენ უკრაინაში და დონბასში ჯერ კიდევ ჩვენს სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, მათი მრავალწლიანი პოლიტიკის შედეგად შექმნილი მსოფლიო სასურსათო, ენერგეტიკული კრიზისიდან კონსტრუქციული გამოსავლის ძიებას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.