ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინი ქურდობაში დაადანაშაულა

პუტინი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქურდობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს მის წინააღმდეგ სანქციები.

„შევხედოთ რუსეთის უკანონო ანექსიის მასშტაბებს. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მისი ზომაა 108 800 კმ, რაც დაახლოებით გერმანიის 30% ან კორეის რესპუბლიკის ზომაა, თუ მას ყირიმს დავუმატებთ, შეგვიძლია გერმანიის დაახლოებით 40%-ს შევადაროთ.

მოდით, მოვლენებს სწორი სახელები ვუწოდოთ. რუსეთი ევროპის რუკის შეცვლას ცდილობს. ეს მიწის მიტაცებაა, ეს არის ქურდობა. პუტინი იმედოვნებს, რომ ამ ნაბიჯით უკრაინაში ომს ლეგიტიმურს გახდის. საერთაშორისო საზოგადოება ამას არასოდეს აღიარებს“, - აცხადებს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი.