ექსკლუზივი: "დილით, გაღვიძება მიხარია..." - ნინი ქარსელაძის პირად ცხოვრებაში სიახლეა
1764273120
392 ხმით 88-ის წინააღმდეგ ევროპარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომელიც ევროკავშირში მესამე ქვეყნების ლობირებას უფრო გამჭვირვალეს გახდის. ამის შესახებ ევროპარლამენტის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ევროპარლამენტარებმა კანონის მიღებამდე შეიტანეს მცირე შესწორებები, რომლებიც ეხება გარანტიებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ლეგიტიმური საქმიანობა, რომელიც შესაძლოა, დადებითად მოქმედებდეს საჯარო დებატებზე, არ აღმოჩნდეს სტიგმატიზებული.
კერძოდ, ცვლილება ითვალისწინებს ლობისტურ საქმიანობას, რომლისთვისაც იღებენ ფულს ან სხვა ანაზღაურებას და ცდილობენ, გავლენა იქონიონ ევროკავშირის პოლიტიკაზე, კანონებზე ან გადაწყვეტილებებზე. ასეთ საქმიანობად ითვლება, მაგალითად, შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზება, საჯარო კონსულტაციებში მონაწილეობა, საინფორმაციო კამპანიების წარმართვა (მათ შორის ბლოგერების და ინფლუენსერების ჩართულობით). სამოქალაქო ორგანიზაცია თუ იღებს გრანტს სხვა ქვეყნიდან, მაგრამ ეს გრანტი არ არის დაკავშირებული ლობირებასთან (მაგალითად, ადამიანის უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა და ა.შ.), მაშინ ეს არ განიხილება ანაზღაურებად და არ მოეთხოვება რეგისტრაცია როგორც ლობისტს.
ევროპარლამენტის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კანონი მიზნად ისახავს მხოლოდ იმ ორგანიზაციების რეგისტრაციას, რომლებიც კონკრეტულად ფულის სანაცვლოდ ცდილობენ უცხო ქვეყნის ინტერესების წარმოდგენას ევროკავშირში, მაგრამ არა ჟურნალისტებს, ადვოკატებს, აკადემიკოსებს თუ ჩვეულებრივ სამოქალაქო ორგანიზაციებს.
ახალი წესების მიხედვით, თითოეული ქვეყანა შექმნის ლობისტების რეესტრს, რომელსაც დამოუკიდებელი ორგანო მართავს და უზრუნველყოფს მონაცემების სიზუსტეს. რეესტრები ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება ერთიანი პორტალის საშუალებით. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ რეესტრში რეგისტრაცია არ უნდა იწვევდეს ლობისტების მიმართ უნდობლობას.