„გიორგი მამარდაშვილზე რატომ აგიგორეს ჭორი...“ - რას პასუხობს ალექსანდრა პაიჭაძე გამომწერებს
1744832942
ევროპა არ აღიარებს, რომ ბირთვული კონფლიქტის საფრთხემ მიაღწია უმაღლეს დონეს და დაიწყო მისი მწირი სტრატეგიული პოტენციალის შერყევა, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ახალმა ხელშეკრულებამ (START-3) ვერ შეამცირა ბირთვული ომის რისკი და ეს არის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ბრალი.
„რაღაც მომენტში მათ გადაწყვიტეს, რომ შეეძლოთ, ფორმალურად შეენარჩუნებინათ ბირთვული პარიტეტი რუსეთთან და ამავდროულად ეწარმოებინათ გამოუცხადებელი ომი ჩვენ წინააღმდეგ ჯერ -შეუზღუდავი სანქციების, შემდეგ კი საკუთარი იარაღისა და სპეციალისტების გამოყენებით“,- აცხადებს დიმიტრი მედვედევი.
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში ბირთვული განიარაღება შეუძლებელია უკრაინაში კონფლიქტის სრული დასრულების შემთხვევაშიც კი. მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ რომ სულ უფრო მეტი ქვეყანა შეიძენს ბირთვულ არსენალს.