ევროკავშირს არ აქვს მორალური საფუძველი ადამიანის უფლებების შესახებ ქადაგებისთვის - აბას არაღჩი

აბას არაღჩი

ევროკავშირს არ გააჩნია მორალური საფუძველი ადამიანის უფლებების შესახებ ქადაგებისთვის, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირს თავად არ აქვს კარგი მდგომარეობა ადამიანის უფლებების კუთხით.

როგორც აბას არაღჩიმ ბერძენ კოლეგასთან, გეორგიოს  გერაპეტრიტისთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, ევროკავშირს ორმაგი სტანდარტები აქვს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და გააკრიტიკა ევროპული ქვეყნების მიერ ისრაელისთვის გაწეული დახმარება.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპის ქვეყნები გულგრილი არიან პალესტინების გენოციდისა და ისრაელის რეჟიმის მიერ ლიბანსა და ირანში ჩადენილი ომის დანაშაულების მიმართ.

ამასთან, აბას არაღჩიმ აშშ უკანონო აგრესიაში, საზღვაო ბლოკადასა და 18 ივნისის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ირანს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოება.