„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები გამოიწვიოს“ - გარემოს ეროვნული სააგენტო

ჰი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე, 15 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ქვემო ქართლის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).