1786738298
„ბებოს გულის გამგლეჯელო, ჩემო სანდრა...“ - ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან
ბათუმში მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპული 16 წლის სანდრა შარაშიძეა.
ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს სოციალურ ქსელში ოჯახის წევრები ემშვიდობებიან.
„ბებოს გულის გამგლეჯელო, ჩემო სანდრა, როგორ გაგვანადგურე...“, - წერს სოციალურ ქსელში დაღუპული გოგონას ბებია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 13 აგვისტოს ბათუმში მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა.
ერთ-ერთი ვერსიით, გოგონას ფეხი ლიანდაგზე ჩაჰყვა და მატარებელს ვერ გაასწორო.












