თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულ 16 წლის სანდრა შარაშიძეს გლოვობენ. ქორეოგრაფიული ანსამბლი „თოლია“ სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ანსამბლის გვერდზე მომიწევდა ჩემი მოსწავლის, სიკეთით და სიცოცხლით სავსე ანგელოზის შემზარავი ტრაგედიის პოსტის დაწერა. სანდრა მრავალი წელი ემსახურებოდა ქართულ ტრადიციებსა და კულტურას, ის ყოველთვის ანსამბლის გვერდით იდგა. მრავალი მოგზაურობა, მრავალი კონცერტი და უამრავი დაუვიწყარი წუთი აკავშირებს ჩვენს ანსამბლთან.
სანდრა შენმა ნაადრევად წასვლამ გული გაგვიხეთქა ანსამბლის თითოეულ წევრს და მშობლებს.
მუდამ დარჩები ჩვენს გულებში. ვუსამძიმრებთ სანდრას მშობლებს, ახლობლებსა და მეგობრებს. უფალმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. მშვიდად იძინე სანდრა“, - აღნიშნულია წერილში.
16 წლის სანდრა შარაშიძე გუშინ, 13 აგვისტოს, მატარებლის შეჯახების შედეგად დაიღუპა.