1741782778
ევროკავშირმა სირიის მთავრობა 17 მარტს ბრიუსელში სირიის დონორულ კონფერენციაზე დაპატიჟა

ევროკავშირის პრესმდივანმა ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ სირიის ახალი მთავრობა 17 მარტს ბრიუსელში გასამართ სირიის დონორულ კონფერენციაზეა დაპატიჟებული.
მან პრესკონფერენციაზე აგრეთვე სირიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ ყველანი დაინტერესებული ვართ სირიაში სიტუაციის სტაბილიზაციით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამას მივაღწიოთ, ხოლო ეს ინკლუზიურობით არის შესაძლებელი. მომდევნო ორშაბათს სირიის საკითხზე კონფერენცია გაიმართება, რაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება გავესაუბროთ მათ ხელისუფლებას ადგილზე და გავიგოთ, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს საუკეთესო დახმარების გაწევა“, - თქვა ჰიპერმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრიუსელში მოწვევა გაეგზავნა სირიის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს, ასად ჰასან შეიბანის.