ტემპერატურა, რამდენიმე დღით, მკვეთრად დაიკლებს... - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1741685147
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკების დროს უკრაინამ და აშშ-მა ტერიტორიული დათმობების საკითხები განიხილეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
რუბიოს არ დაუკონკრეტებია, თუ რა დათმობებზეა საუბარი. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება. მან მოუწოდა მოსკოვს, რომ შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები, რათა ადამიანები აღარ დაიღუპნენ.
„თუ რუსეთი უარს გვეტყვის, ჩვენც შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ. ამ კონფლიქტის სამხედრო მოგვარების გზები არ არსებობს“, - განაცხადა მარკო რუბიომ.
რუბიო ამბობს, რომ აშშ რუსეთთან კონტაქტებს უახლოეს მომავალში დაამყარებს, მაგრამ მოსკოვის საპასუხო რეაქციის შესახებ ვაშინგტონში არაფერი იციან.