პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ევროკავშირმა და ბრიტანეთმა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი შეწყვიტეს. ემბარგო ძალაში 10 აგვისტოდან შევიდა, რომელიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკავშირდება. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ემბარგო რუსული ქვანახშირის იმპორტზე შეტანილი იყო სანქციების მეხუთე პაკეტში, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში დამტკიცდა.
გადაწყვეტილების თანახმად, აგვისტოდან აკრძალული იქნება ნახშირისა და სხვა მყარი წიაღისეული საწვავის შესყიდვა, იმპორტი ან ტრანსპორტირება ევროკავშირში, თუ მათ ექნებათ რუსული წარმომავლობა ან ექსპორტირებულია რუსეთიდან.
ევროპული ემბარგოს დაწესება რუსეთისთვის წელიწადში დაახლოებით რვა მილიარდი ევროს შემოსავლის დაკარგვას გამოიწვევს და გავლენას მოახდენს მისი ნახშირის იმპორტის მეოთხედზე.