გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს
1784826737
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების 21-ე პაკეტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოში რეგისტრირებული კრიპტოპლატფორმები და ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა. შესაბამისი პრესრელიზი ევროკავშირის საბჭოს გვერდზე გამოქვეყნდა.
პაკეტი მოიცავს მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს იმ სექტორების წინააღმდეგ, რომლებსაც ყველაზე დიდ გავლენა აქვთ რუსეთის ეკონომიკაზე და მის შესაძლებლობაზე, გააგრძელოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.
როგორც პრესრელიზში აღნიშნულია, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეს არის ყველაზე მასშტაბური ინდივიდუალური სანქციების პაკეტი – სულ 218 პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ, მათ შორის 48 ფიზიკური პირისა და 170 იურიდიული პირის.
ევროკავშირის განცხადებით, ახალი პაკეტის მიზანია რუსეთის ეკონომიკისა და სამხედრო მანქანის შემდგომი დასუსტება. გადაწყვეტილება მიღებულია რუსეთის მიერ ბოლოს განხორციელებული სასტიკი სამხედრო დარტყმების შემდეგ, რომლებიც მიზანმიმართულად შეეხო სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. მათ შორის, ენერგეტიკულ, წყალმომარაგებისა და ჯანდაცვის ობიექტებს, კულტურულ და რელიგიურ ადგილებს, რამაც მძიმე შედეგები გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
ევროკავშირი აცხადებს, რომ გააგრძელებს რუსეთის მიმართ ზეწოლის შენარჩუნებას და გაზრდას, რათა მოსკოვმა შეწყვიტოს აგრესიული ომი და დაიწყოს რეალური მოლაპარაკებები სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.