ევროკავშირის მინისტრები შეთანხმდნენ, გააგრძელონ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესება

სანქცია

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მომზადებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდასაც ითვალისწინებს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებამ, რომელიც მოიცავდა ნაბიჯებს უკრაინის ტერიტორიის ანექსიისკენ და რუსეთის დასაცავად ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას, პანიკა და სასოწარკვეთა აჩვენა.

ბორელის თქმით, სანქციების მერვე პაკეტი მიმართული იქნება „რუსეთის ეკონომიკის უფრო რელევანტური სექტორების და იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე აგრესიულ ომზე პასუხისმგებლები არიან“.

„აშკარაა, რომ პუტინი ცდილობს უკრაინის განადგურებას“, – განმარტა ბორელმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

პუტინს სახლშიც გაუბედეს... - საპროტესტო აქციების და დაკავებების სერია - როგორ აფასებენ რუსეთში განვითარებულ მოვლენებს