საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქო

საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„ამა წლის 19 სექტემბერს გარდაიცვალა თბილისის (ზემო ფონიჭალაში მდებარე) ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოანე წკეპლაძე.

დეკანოზი იოანე დაიკრძალება სამშაბათს, 22 სექტემბერს ამავე ტაძრის ეზოში.

მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ იოანეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი იოანე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.