1741982534
ევროკავშირი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე შეთანხმებას

ევროკავშირი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე შეთანხმებას.
როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სომხეთისა და აზერბაიჯანის განცხადებები წარმოადგენს გადამწყვეტ ნაბიჯს რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ.
„ჩვენ ორივე მხარეს მაღალ შეფასებას ვაძლევთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ მიმართულებით მუდმივი მუშაობისთვის. ევროკავშირი მიესალმება სომხეთს, რომელიც გზას ხსნის ტექსტის დასრულებისკენ. განცხადებები წარმოადგენს გადამწყვეტ ნაბიჯს რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ. მთავარია ამ იმპულსის შენარჩუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ პროცესი შეუფერხებლად დასრულდება ორივე მხრიდან ერთი და იგივე წინდახედული, კომპრომისზე ორიენტირებული მიდგომით“, – აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში.