„ექიმმა მითხრა, აღარ არის შენი შვილი, გარდაიცვალა...“ - სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება
1740394243
მას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
ვახტანგ ტარანს და მარია გორდულავას მეორე შვილი - ადელინა კლინიკა „სენამედში“ შეეძინათ.
სამედიცინო დაწესებულებამ მათ უფასო მომსახურება გაუწია.
უკრაინის ქალაქ ოდესიდან ლტოლვილი მარია ომის დაწყების შემდეგ უფროს შვილთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობს, მეუღლე კი უკრაინაში იმყოფება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ომის დაწყების შემდეგ ეს მეორე უკრაინული ოჯახია, რომელსაც შვილი შეეძინა, ადელინამდე მარტვილში მცხოვრებ წყვილს ვაჟი ეყოლა, რომელსაც ბაგრატი დაარქვეს.