პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმ პირებს აკრიტიკებს, რომლებიც ცდილობენ, კაპიტოლიუმზე თავდასხმის მნიშვნელობა შეამცირონ.
„140-ზე მეტი ოფიცერი დაშავდა 6 იანვარს. ადრეც ვთქვი: როგორ ბედავს ვინმე, დააკნინოს ან უარყოს ის ჯოჯოხეთი, რომელიც მათ გამოიარეს? მე კაპიტოლიუმის პოლიციელების გვერდით ვდგავარ. ვიმედოვნებ, „რესპუბლიკელებს“ რცხვენიათ, რაც ჩაიდინეს ჩვენი სამართალდამცავი ორგანოებისთვის ძირის გამოსათხრელად“, – წერს ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელში.
სოციალურ ქსელში ბაიდენის ეს სტატუსი უკავშირდება Fox News-ის წამყვანის, ტაკერ კარლსონის კაპიტოლიუმზე თავდასხმის შესახებ მომზადებულ გადაცემას, რომელიც, კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსმა, ბრაიან მანგერმა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გადაცემა შეიცავდა „შეურაცხმყოფელ და შეცდომაში შემყვან დასკვნებს“.