პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ანია ტეილორ ჯოიმ ახლახან დაადასტურა, რომ ტვიტერის ანგარიში გაუტეხეს და პოსტი, რომელიც The Queen’s Gambit-ის მეორე სეზონს ეხებოდა, მას არ დაუწერია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მსახიობს ტვიტერი 2020 წლის ნოემბრის შემდეგ არ გამოუყენებია, ხოლო 30 იანვარს ანიას ტვიტერზე ასეთი პოსტი გამოქვეყნდა: "The Queen’s Gambit-ის მე-2 სეზონი". მართალია, პოსტი 10 წუთში წაიშალა, თუმცა ინტერნეტი მაშინვე სერიალის მეორე სეზონზე ალაპარაკდა.
„ჩემი ტვიტერის ანგარიში გატეხილია. ყველას ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის. ეს მე არ ვყოფილვარ", - დაწერა ანია ტეილორ-ჯოიმ თავის ინსტაგრამზე.