„ეს არის დაავადება, რომელიც საკმაოდ სწრაფად ვრცელდება ისეთი გზებით, რომელთა შესახებ, ჯერჯერობით, ბევრი არაფერი ვიცით“ - ჯანმოს ხელმძღვანელი "მაიმუნის ყვავილზე"

janmo

„ორგანიზაციის შეფასებაა, რომ მსოფლიოში "მაიმუნის ყვავილის" გავრცელების რიკი ზომიერია, თუმცა ეს არ ეხება ევროპას, სადაც რისკი მაღალია. არსებობს საშიშროება, რომ დაავადება მთელ  მსოფლიოში გავრცელდეს, თუმცა ალბათობა იმისა, რომ ეს საერთაშორისო ტრანსპორტირებას შეუშლის ხელს, ჯერჯერობით, დაბალია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეისუსმა პრესკომფერენციაზე განაცხადა. 

"ეს არის დაავადება, რომელიც საკმაოდ სწრაფად ვრცელდება ისეთი გზებით, რომელთა შესახებ, ჯერჯერობით, ბევრი არაფერი ვიცით და რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციებში, ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ მაიმუნის ყველი წარმოადგენს საერთაშორისო შეშფოთების საბაბის მქონე საგანგებო მდგომარეობას",- განაცხადა მან.