1759260719
ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი არ დაუშვებს სირიის დანაწევრებას ან ტერიტორიული მთლიანობის შელახვას

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი არ დაუშვებს სირიის დანაწევრებას ან ტერიტორიული მთლიანობის შელახვას.
თურქეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სირიის მთავრობასა და ქურთთა „სირიის დემოკრატიულ ძალებს შორის“ ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების აღსრულების პროცესზე საუბრისას განაცხადა.
ერდოღანის თქმით, დიპლომატიური ინიციატივების წარუმატებლობის შემთხვევაში, თურქეთი არ დაუშვებს სირიაში დეჟავიუს.
„ჩვენ ავამოქმედეთ დიპლომატიის ყველა არხი, როგორც სირიის ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად, ასევე ჩვენი საზღვრების გასწვრივ ტერორისტული სტრუქტურის ჩამოყალიბების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ ვაგრძელებთ ამ არხების გამოყენებას მოთმინებით, გულწრფელობითა და საღი აზროვნებით. თუ დიპლომატიური ინიციატივები უპასუხოდ დარჩება, თურქეთის პოლიტიკა და პოზიცია ნათელია. თურქეთი არ დაუშვებს სირიაში დეჟავიუს“, – აღნიშნა ერდოღანმა.
ცნობისთვის, თურქეთის ხელისუფლება „სირიის დემოკრატიულ ძალებს“ ტერორისტულ ორგანიზაციად ჰქყავს გამოცხადებული.