მაია ბითაძე: მნიშვნელოვანია, რომ 13 წლის თავზე მოსახლეობამ ხმამაღლა ვუთხრათ მთელ მსოფლიოს და ჩვენი ხმა გავაგონოთ საარჩევნო უბნებზე, რომ ჩვენ გვსურს მშვიდობა და ჩვენთვის რადიკალიზაცია არის წარსული, რასაც აღარ დავუბრუნდებით

მაია ბითაძე

მნიშვნელოვანია, რომ 13 წლის თავზე ჩვენ კიდევ ერთხელ, მთელმა მოსახლეობამ ხმამაღლა ვუთხრათ მთელ მსოფლიოს და ჩვენი ხმა გავაგონოთ საარჩევნო უბნებზე, რომ ჩვენ გვსურს მშვიდობა და ჩვენთვის რადიკალიზაცია არის წარსული, რასაც აღარ დავუბრუნდებით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ.

მაია ბითაძე ბიძინა ივანიშვილის დღეს გავრცელებულ მიმართვას გამოეხმაურა.

„13 წლის თავზე, მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა უარი უთხრა „ნაციონალურ მოძრაობას“, მის იდეოლოგიას და ძალადობრივ რეჟიმს, ჩვენ კვლავ გვიწევს საუბარი და კვლავ გვიწევს იმის დამტკიცება, რომ საქართველო არის სახელმწიფო და საქართველოს მოსახლეობა არის ერი, რომელსაც სურს იცხოვროს მშვიდობიანად და აღარასოდეს დაუბრუნდეს იმ წლებს, რასაც ჯერ ბნელი 90-იანები ერქვა და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალმომრეობის ქვეშ მყოფი მთელი ის პროცესები, რაც წლების განმავლობაში თითოეულმა ჩვენგანმა გადაიტანა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 13 წლის თავზე ჩვენ კიდევ ერთხელ, მთელმა მოსახლეობამ ხმამაღლა ვუთხრათ მთელ მსოფლიოს და ჩვენი ხმა გავაგონოთ საარჩევნო უბნებზე, რომ ჩვენ გვსურს მშვიდობა და ჩვენთვის რადიკალიზაცია არის წარსული, რასაც აღარ დავუბრუნდებით.

ძალიან კარგად ვიცით, რომ გადაწვასა და დესტაბილიზაციის მცდელობას რა შედეგები მოაქვს როგორც ეკონომიკური ვარდნის, ასევე სისხლის ღვრისა და ა.შ. ეს არის ერთადერთი მიზანი ჩვენი რადიკალების. მათ ყველაზე კარგად იციან, რომ საარჩევნო უბნებთან მათ მხარს არავინ დაუჭერთ. ის, ვინც ქუჩაში პროცესების რადიკალიზაციას აპირებს, მათ კიდევ ერთხელ პასუხი გაეცემათ ამ არჩევნების შედეგად“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს გავრცელებულ წერილში აღნიშნა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, რადიკალიზმი და ურთიერთდაპირისპირება გუშინდელ დღედ ვაქციოთ, შემდეგ კი, მეტი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის, სიღარიბის საბოლოოდ დაძლევისთვის და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებისთვის ვიბრძოლოთ