პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ექიმმა დიდი ბრიტანეთის 75 წლის მეფე ჩარლზ III-ს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვა. მონარქი გააგრძელებს მოვალეობების შესრულებას და დოკუმენტებთან მუშაობას, მაგრამ ექიმებმა მას საჯარო ღონისძიებების გადადება ურჩიეს. იანვარში ცნობილი გახდა, რომ ჩარლზ III ჰოსპიტალიზებული იყო "მაკორექტირებელი პროცედურისთვის".
„მისმა უდიდებულესობამ გადაწყვიტა, გაეზიარებინა დიაგნოზი, რათა თავიდან აიცილოს სპეკულაციები და ასევე, იმ იმედით, რომ ეს ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირებას, მთელს მსოფლიოში კიბოსგან დაავადებულთა შესახებ“, - ნათქვამია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.
კიბოს ტიპი დადგენილი არ არის, მაგრამ პრესსამსახურის ცნობით, მეფემ უკვე დაიწყო "რეგულარული მკურნალობა". დაზუსტებულია, რომ ეს არ არის პროსტატის კიბო. თუმცა, დაავადება გამოვლინდა გაფართოებული პროსტატის ბოლოდროინდელი მკურნალობის დროს. ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ ჩარლზ III-მ პროსტატის ოპერაცია გაიკეთა ლონდონის კერძო საავადმყოფოში. მეფემ გადაწყვიტა საჯაროდ გამოეცხადებინა პროსტატის მკურნალობა, რათა უფრო მეტმა მამაკაცმა ჩაიტაროს ტესტირება.
ცნობილია, რომ მეფე "სრულად დადებითად აფასებს თავის მკურნალობას და იმედოვნებს, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება სრულ საზოგადოებრივ საქმიანობას". მეფე ამ დროისთვის გადადებს საჯარო გამოსვლებს. ამის მიუხედავად, ის გააგრძელებს სახელმწიფოს მეთაურის კონსტიტუციური როლის შესრულებას, მათ შორის საბუთებისა და კერძო შეხვედრების ჩათვლით. მოსალოდნელია, რომ მას სამეფო ოჯახის სხვა წევრები შეცვლიან, სანამ ის მკურნალობას გადის.
17 იანვარს ბუკინგემის სასახლემ გამოაცხადა უელსის პრინცესას 42 წლის კეტრინის ჰოსპიტალიზაცია, რომელსაც მუცლის ღრუს დაგეგმილი ოპერაცია ჩაუტარდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრინცესა საავადმყოფოში კიდევ ორი კვირა დარჩებოდა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღდგომამდე საჯარო მოვალეობებს დაუბრუნდეს.
ასევე ნახეთ:
წონაში დაკლების მეთოდები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
"ფინანსური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ..." - ნახეთ, ვისთვის იქნება წარმატებული ეს კვირა