"ფინანსური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ..." - ნახეთ, ვისთვის იქნება წარმატებული ეს კვირა

ასტროლოგია

ვერძი

არ გაგიჭირდებათ სამომავლო გეგმებისა და მიზნების ჩამოყალიბება. ახალი კავშირები ხელს შეუწყობს ცხოვრებისეული ფასეულობების კორექციას. სასიყვარულო ურთიერთობაში კი, ეცადეთ მეტად გამოამჟღავნოთ რომანტიკულობა.

კურო

გაზრდილი ინტუიცია დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. ძველი მეგობრები ფინანსურ საკითხებში გაგიწევენ დახმარებას. ოჯახის წევრების მიმართ ნუ იქნებით კრიტიკული და მომთხოვნი. მოგზაურობა მხიარულად ჩაივლის. კარგი დროა ახალი რომანტიკული ნაცნობობისთვის.

ტყუპები

აქტიური ცხოვრება დაგეხმარებათ საინტერესო და მნიშვნელოვან ადამიანებთან კონტაქტში. კარგი დროა ადრე დასახული მიზნების მიღწევაში. მოერიდეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებს. პირად ცხოვრებაში კი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

კირჩხიბი

ენერგიული იქნებით. წარმატებისათვის აუცილებელია გამოიყენოთ სასიკეთო მომენტები. ეცადეთ მეტი დრო დაყოთ საყვარელ ადამიანთან და გაუზიაროთ ყველა თქვენი გრძნობა. კარგი დროა შორეული მოგზაურობისა და თავგადასავლებისთვის.

ლომი

შემოქმედებითი საქმეები ფინანსურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ. კარგია კონტაქტების დამყარება. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებსა და შორეულ მოგზაურობებს და ხშირად დაისვენეთ.

ქალწული

თქვენს მომხიბვლელობას ამ პერიოდში მშვიდად გვერდს ვერავინ აუვლის. კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის, პარტნიორული კავშირების დამყარებისთვის. სასიკეთოდ განვითარდება ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობები, რაც ახალ ემოციებს მოგიტანთ.

სასწორი

რთულ სიტუაციებში ეძებეთ კომპრომისი. ამგვარად ადვილად დაიბევებთ თანამოაზრეებს და გაარკვევთ ყველა საინტერესო დეტალს. ხანმოკლე მოგზაურობა სასიკეთოდ ჩაივლის, დასვენება კი გაგიძლიერებთ ჯანმრთელობას. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია ცვლილებების დაწყება.

მორიელი

შეხვედრები და მოლაპარაკებები დაუკავშირდება მომავალ საქმეებს. იზრუნეთ იმიჯზე და ეცადეთ მუდამ ფორმაში იყოთ, რათა დადებითი შთაბეჭდილება დატოვოთ გარშემომყოფებზე. პირადი და სასიყვარულო ურთიერთობები კი თქვენს ცხოვრებას მეტად რომანტიკულს გახდის.

მშვილდოსანი

მოერიდეთ უტაქტობას. ახალი კავშირები დაგეხმარებათ სამსახურის, ან ახალი საქმის მოძიებაში. ოჯახს მეტი მზრუნველობა დასჭირდება. რომანტიკულ ურთიერთობებში თავგადასავლების სურვილი გაგიჩნდებათ, რაც აისახება ემოციურობასა და ჭირვეულობაზე.

თხის რქა

მოიმატებს ენერგიულობა, აქტიურობა და გაუმჯობესდება განწყობა, რაც ხელს შეუწყობს პირად და პროფესიულ საქმიანობას. გამყარდება მატერიალური და ფინანსური მდგომარეობა. მოგზაურობა სასიამოვნოდ და საინტერესოდ ჩაივლის, ოღონდ ერიდეთ ექსტრემალურ დასვენებასა და სიტუაციებს.

მერწყული

სასიცოცხლო ენერგია დაქვეითებულია. მოერიდეთ ემოციურობას და ურთიერთობებში აკონტროლეთ ყველა სიტყვა. შესაძლოა ჰორიზონტზე ახალი ადამიანიც გამოჩნდეს, რომლის მიმართ დიდი და სტაბილური გრძნობა გაგიჩნდებათ. კარგი დროა მოგზაურობისა და დასვენებისთვის.

თევზები

გაიზრდება ამტანობა და გაუმჯობესდება გუნება-განწყობა. თქვენი პროფესიული საქმიანობა და გაწეული შრომა სათანადოდ დაფასდება. დიდი ჩანაფიქრების ხორცშესხმის და ახალი საქმიანობის დაწყების დროა. კარგია ხანმოკლე მოგზაურობა, ახალი კავშირების დამყარება, პირადი და სასიყვარულო შეხვედრები.

ასევე ნახეთ:

ფიქრობთ, რომ ვიღაცამ „გაგთვალათ“ ან ჯადო გაგიკეთათ? - სცადეთ დაფნის ფოთოლი