დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში დამატებით 1,3 მილიარდ ფუნტს გამოუყოფს

ჯონსონი-ზელენსკი

დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში დამატებით 1,3 მილიარდ ფუნტს გამოუყოფს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დასახელებული თანხით დიდი ბრიტანეთი აორმაგებს საკუთარ ვალდებულებას უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის მიმართულებით, რაც კონფლიქტის გამო გამოყოფილი თანხის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს, ერაყისა და ავღანეთის კონფლიქტების შემდეგ. აღნიშნული თანხა უკრაინას გადაეცემა რეზერვებიდან, რომელსაც ბრიტანეთი საგანგებო სიტუაციებისთვის იყენებს.

„პუტინის სასტიკი თავდასხმა უკრაინაში იწვევს არა მარტო აღუწერელ განადგურებას, არამედ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მთელ ევროპაში“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის განცხადებაში.