1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
გერმანიაში, ქალაქ ჰანოვერში, სამთავრობო ოფისებში, სპორტულ დარბაზებსა და საცურაო აუზებში ხელის დასაბანად ცხელი წყლის გამოყენება აიკრძალა. იგეგმება საზოგადოებრივ შენობებში გათბობის, ფასადის განათებისა და შადრევნების გათიშვაც.
ქალაქის მერის განცხადებით, მთავარი მიზანი ენერგიის მოხმარების 15%-ით შემცირებაა. ჰანოვერი პირველი ქალაქია, რომელმაც გაზის კრიზისის გამო მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ BBC წერს.
„უკრაინის წინააღმდეგ ომისა და რუსეთის ენერგეტიკული საფრთხეების ფონზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვმართოთ ჩვენი ენერგია რაც შეიძლება ფრთხილად“, - თქვა სენატორმა, ბეტინა იარაშმა.
გერმანია თავისი გაზის იმპორტის უმეტეს ნაწილს სახლების გასათბობად და მსხვილი მრეწველობის კვებისათვის იყენებს.