მაკა ზამბახიძე 42 წლის გახდა - როგორ ულოცავს მომღერალს მეუღლე დაბადების დღეს
1742111578
ყირიმის ზოოპარკში სპილო ჯენი საუკეთესო მეგობარს, სპილო მაგდას გამოემშვიდობა. ისინი ორმოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოდიოდნენ ცირკში და სხვადასხვა ქვეყნებშიც ერთად მოგზაურობდნენ.
ბოლო წლებში კი ტაიგანის პარკში ცხოვრობდნენ. 2024 წლის დეკემბრიდან მაგდა მძიმედ დაავადდა, 13 მარტს კი გარდაიცვალა. ჯენი ცდილობდა მეგობრის ხორთუმით აწევას, შემდეგ კი რამდენიმე საათის განმავლობაში გვერდიდან არ მოშორდა და მასთან ვეტერინარებიც არ მიუშვა.
მეცნიერები ამბობენ, რომ სპილოები ემოციურად განიცდიან ახლობელი სპილოს გარდაცვალებას. ცნობილია შემთხვევა, როდესაც მდედრმა სპილომ გარდაცვლილი ნაშიერის სხეული შვიდი კილომეტრის მანძილზე ატარა. შრი-ლანკაში კი 300-მდე სპილო შეიკრიბა, რათა დამშვიდობებოდა მათ გარდაცვლილ ლიდერს.