მიცვალებულის დასიზმრებას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს
1743399794
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში მიღებულ მტრულ აქტს კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, რათა ძალაში შევიდეს.
როგორც ჟურნალისტებს გორდულაძემ განუცხადა, საინტერესოა, როდის მოხდა აქტის მიღება.
„ეს სენატში მიღებულია 31 მარტამდე და თითქოს ეს ერთგვარი მუხტის მიცემას ჰგავს, რომ საპროტესტო აქცია ჩატარდეს, ადამიანები გახალისდნენ და დედაქალაქის ქუჩებში ახალი ცეცხლი გაჩნდეს. დიდი კითხვები დგას იმასთან დაკავშირებით, რატომ ხდება ეს მაშინ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითს“ სრულ ბრძოლას უცხადებს, რომელთაც ჯერ კიდევ საცეცები აქვთ და მათ შეუძლიათ, თავიანთ აგენტურას ისეთი აქტები მიაღებონონ, რაც საქართველოსთვის მტრულია“, – განაცხადა გორდულაძემ.