"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
ელექტროენერგიის გათიშვის გამო პორტუგალიისა და ესპანეთის ქალაქებში პრობლემები შეიქმნა.
როგორც „გარდიანი“ წერს, ყველაზე მეტად დაზარალდა ბარსელონა, სევილია, ვალენსია და მადრიდი, სადაც გაჩერდა მეტროპოლიტენი. ამასთან, შეფერხებულია ფრენები მადრიდის საერთაშორისო აეროპორტში.
ესპანეთის რკინიგზის კომპანიაში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის გათიშვის გამო დროებით გაჩერდნენ მატარებლები. ასევე, ესპანეთის ქალაქებში დიდი რიგებია, რადგან ელექტრონული ბარათებით გადახდა შეუძლებელია. რესტორნები და კაფეები სათანადოდ ვერ ფუნქციონირებენ. ელექტროკომპანიაში აცხადებენ, რომ მუშაობენ ელექტროენერგიის აღდგენაზე.
ქაოსია ასევე პორტუგალიაში, სადაც შეფერხებულია მობილური სატელეფონო კავშირი, პრობლემებია სატრანსპორტო სისტემაშიც. ლისაბონსა და პორტოში გათიშულია შუქმნიშნები. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა ასევე ანდორაშიც.
ამასთან, ელექტროენერგიის გათიშვის გამო დღეს პორტუგალიისა და ესპანეთის მთავრობების საგანგებო სხდომა გაიმართება.