ეკვადორის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ

ბბს

ეკვადორული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, რომელთაც სახეები დაფარული ჰქონდათ და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირათ ხელში. თავდამსხმევლებმა წამყვანები და ოპერატორები მძევლად აიყვანეს.

შეიარაღებულმა პირებმა ჟურნალისტებს და ოპერატორებს აიძულეს იატაკზე დაწოლილიყვნენ და პირდაპირი ეთერი გაეთიშათ.

„მათ ჩვენი მოკვლა სურთ“, - ყვიროდნენ ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში სანამ მაუწყებლობა გაითიშებოდა.

8 იანვარს ეკვადორში 60-დღიანი საგანგებო სიტუაცია ამოქმედდა, რადგან ციხიდან გაიქცა უდიდესი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი, რომელიც ეკვადორის პოლიციამ ქვეყნის მთავარ ძებნილად გამოაცხადა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს

ზოდიაქოს ნიშნების საიდუმლო სისუსტეები