ზოდიაქოს ნიშნების საიდუმლო სისუსტეები

ნიშნები

არსებობს ხასიათის ისეთი თვისებები, რომელთა გამოცნობა არც ისე ადვილია. ასტროლოგები ზოდიაქოს ნიშნების საიდუმლო სისუსტეებს ასახელებენ:

ვერძი

მათში ყოველთვის ცხოვრობს ბავშვი. ისინი ხან ზედმეტად აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს, ხან პირიქით, გარე სამყაროს შიში აქვთ. მიზანსწრაფულ ვერძებს შეიძლება წარუმატებელი დამთხვევების, ან უარყოფითი სიტყვების შეეშინდეთ. თუ ვერძი შეშინებული ან დაბნეულია, მას ძალიან სჭირდება მხარდაჭერა და სიყვარული. უფრო მეტად კი იმის რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

კურო

ყურადღებიანი, მზრუნველი, აქვს სილამაზის აღქმის უნარი. ზოგჯერ მათ ეჭვი ეპარებათ საკუთარ გემოვნებაში და შეხედულებების სისწორეში. ამიტომ, აზრს გარშემომყოფებს ეკითხებიან. მათ ძალიან სჭირდებათ ნებართვა სხვებისგან. მათ ძალიან სიამოვნებთ უცხო ადამიანებისგან კომპლიმენტები.

ტყუპები

თავიანთი მოხერხებულობისა და გამომგონებლური უნარის წყალობით, ტყუპები დროდადრო სრულ გაუგებრობაში აღმოჩნდებიან ხოლმე. თუმცა, ცდილობენ ეს დამალონ. მათ ახასიათებთ რთული საქმეების მიფუჩეჩება, რაც შემდეგ ძვირად უჯდებათ. ოცნებები იმაზე, რომ ყველაფერს დრო მოაგვარებს, მათ დროს აკარგვინებს. ასეთ მომენტებში მათ სჭირდებათ ვიღაც, ვინც გადამწყვეტი ქმედებებისკენ უბიძგებთ.

კირჩხიბი

ცნობილია თავისი ემოციური და ზედმეტად მგრძნობიარე ხასიათით. მათ აქვთ კიდევ ერთი თვისება - სიჯიუტე, რომელიც ხშირად არ ჩნდება. თუ კირჩხიბს რაღაც ძალიან უნდა, ის რთულად წავა კომპრომისზე მაშინაც კი, თუ ლოგიკურად ესმის, რომ ასეა საჭირო. ასეთ მომენტებში კირჩხიბი სიტუაციას მხოლოდ ერთი მხრიდან ხედავს და აფასებს.

ლომი

გამოჩენილი და შესანიშნავი პიროვნებები არიან. ნაკლებად ცნობილია მათი სხვა მხარე - ამაღლებული ინტერესი და ზოგჯერ, შური პოპულარული და იღბლიანი ადამიანების მიმართ.

ზოგიერთი ლომი ამას მსოფლმხედველობის გამოცანად იღებს, ზოგი კი როგორც სამყაროს უსამართლობას.

ქალწული

სერიოზული, ცივსისხლიანი და სხვების განმსჯელი ქალწული, სინამდვილეში ძალიან სენტიმენტალურია. ისინი ძალიან სათუთად ინახავენ მოგონებებს და მნიშვნელოვან საჩუქრებს. ხშირად ათვალიერებენ ძველ ფოტოებს.

სასწორი

ცნობილია გაწონასწორებულობითა და სამყაროსადმი სიყვარულით. გულის სიღრმეში - რევოლუციონერი და მეამბოხეა. რთული დასაჯერებელია, რადგან სასწორი გულჩათხრობილი ნიშანია და არ ახასიათებს შინაგანი მდგომარეობის გამომზეურება.

მორიელი

იდუმალი, ამოუცნობი, მრავალმხრივი, ჭკვიანი და ტემპერამენტიანი ნიშანია. ზოგჯერ ეშმაკი და ცინიკური. თუ რამის შეეშინდა, ძალიან გულუბრყვილო ხდება. შეიძლება დაიჯეროს ყველაფერი, რასაც ეტყვით.

მშვილდოსანი

ცნობილია მებრძოლი ხასიათით. ზოგჯერ გმირობის ჩადენაც შეუძლია. არ ეშინია სირთულეების და მზადაა დაიცვას თავისი ან სხვების ინტერესები. ერთი შეხედვით, თითქოს დამოუკიდებელი მებრძოლია, მაგრამ სინამდვილეში დამხმარეს საჭიროებს. მას აუცილებლად სჭირდება გვერდით „ნომერი მეორე“.

თხის რქა

სერიოზული და ყურადღებიანი, საქმეს ყურადღებით ეკიდება. ერთი შეხედვით, პრაქტიკული ჩანს, მაგრამ გულში ის მეოცნებეა. თხის რქა ძნელად განასხვავებს რეალურ გეგმებს თავისი ფანტაზიებისგან. რის გამოც, შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეს.

მერწყული

დამოუკიდებელი და ორიგინალური მერწყული, გულში ინახავს სურვილს, რომ ყველას მოსწონდეს. მას ეწყინება, თუ სხვას შეაქებენ. მას ეშინია, არ აღმოჩნდეს სხვებისგან უარყოფილი, ამიტომ ზოგჯერ აკეთებს იმას, რაც არ სურს. შემდეგ კი საკუთარ თავზე ბრაზდება.

თევზები

თევზებს აქვთ ერთი თვისება, რომელსაც არასოდეს ახსენებენ. ეს არის პრაქტიკულობა. ოცნება, ფანტაზია რა თქმა უნდა, ახარებს მას, მაგრამ მათი მატერიალური განხორციელება ძალიან სჭირდება.

ასევე ნახეთ:

„თბილისში ტემპერატურა დაიწევს“ - ხვალიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება

როგორი იქნება იანვრის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

„განსაკუთრებული რისკის ჯგუფში მცირეწლოვანი ბავშვები, ორსულები და ხანდაზმულები არიან“ - ინფექციონისტები A ტიპის ვირუსზე