15 სექტემბერს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1789402795
ერთადერთი კონტროლი თუ „უსაფრთხოების ბარიერები“, რაც ხელოვნურ ინტელექტს სჭირდება, არის ძლიერი და ჭკვიანი, მაღალი IQ-ს მქონე პრეზიდენტი - აშშ-ს კი ეს თავზე საყრელად აქვს! - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„ტრამპის ადმინისტრაციამ აღკვეთა AI ინდუსტრიის „ხალხის“ მხრიდან ცუდი ან პოტენციურად საზიანო „ქმედებები“ - მაგალითად „დარიო“ (Anthropic-ი), რომელიც ახლა უმწიკვლო ანგელოზის როლს თამაშობს - და ჩვენ ამ პოლიტიკას განვაგრძობთ! ჩვენ უკვე ვფლობთ უზარმაზარ სისხლისსამართლებრივ და მარეგულირებელ ბერკეტებს ამ კომპანიებზე!“ - აღნიშნა ტრამპმა.
„ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ცენტრების წინააღმდეგ ბოროტი შეთქმულება მიმდინარეობს, რომლითაც მხოლოდ ჩინეთი ხეირობს. ვინც გაიმარჯვებს AI-ში, ის გაიმარჯვებს ყველგან! ჩვენ ვლიდერობთ ჩინეთთან და სხვებთან შედარებით და ლიდერობას შევინარჩუნებთ. შეთქმულების თეორიის მიმდევრებო, მოღალატეებო და ინფორმაციის გაჟონვაზე პასუხისმგებელო პირებო, ფრთხილად იყავით!“ - დასძინა მან.