ლოცვა, რომელსაც წელიწადში მხოლოდ ერთხელ, 2 ივნისს კითხულობენ
1780417929
ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში აშშ-ის დელეგაციამ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან 8 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებები გააფორმა.
ამის შესახებ აშშ-ის მხრიდან სტრატეგიული სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, კალებ ორმა ბაქოში, აზერბაიჯან-აშშ-ის პირველი ეკონომიკური დიალოგის შედეგებთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის.
აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მხარეები გეგმავენ კავშირების გაფართოებას რეგიონული მშვიდობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ციფრული ინფრასტრუქტურის სფეროებში.
კალებ ორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დელეგაციის ბაქოში ვიზიტის დროს SOCAR-სა და აშშ-ის კერძო სექტორს, ასევე აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა 8 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კომერციულ ხელშეკრულებებს. მან აღნიშნა, რომ მხარეებმა განიხილეს კონკრეტული პროექტები ენერგეტიკის სფეროებში, კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვში, რეგიონულ სატრანსპორტო და სატრანზიტო მარშრუტებში, ავიაციის სფეროში თანამშრომლობაში, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებასა და აზერბაიჯანის ციფრული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში.
„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ვითარდება და ეს მხოლოდ დასაწყისია“, – დასძინა კალებ ორმა.