ეკატერინბურგსა და ვორონეჟში აზერბაიჯანული დიასპორების ლიდერები დააკავეს

პოლიცია


ეკატერინბურგსა და ვორონეჟში აზერბაიჯანული დიასპორების ლიდერები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას SHOT ავრცელებს.

ეკატერინბურგში ურალის დიასპორის ხელმძღვანელი შაჰინ შიხლინსკი დააკავეს. დაკავება მისივე რესტორან „ბაკუ პლაზას“ მახლობლად მოხდა და უსაფრთხოების ძალებმა მისი „გელენტევაგენი“ დააზიანეს. შიხლინსკის მძღოლიც მასთან ერთად დააკავეს.

ვორონეჟში დააკავეს იუსუფ ხალილოვი, რომელიც რეგიონში აზერბაიჯანული დიასპორის „ზედამხედველად“ და ალექსეევსკის ბაზრის ყოფილ თანამფლობელად ითვლება. ოპერატიული თანამშრომლები პირდაპირ მის სახლში მივიდნენ.