გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
1738357382
უგანდაში ისევ ებოლას ვირუსის ეპიდაფეთქებას ებრძვიან. ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრი პირველ მსხვერპლზე იუწყება, რომელიც ექთანი იყო, - წერს Euronews-ი.
32 წლის მამაკაცი კამპალის მთავარ სამკურნალო დაწესებულებაში ექთნად მუშაობდა.
შესაბამისი სამსახურები ახლა იმ ადამიანებს ეძებენ, ვისთანაც გარდაცვლილ ექთანს კონტაქტი ჰქონდა. საქმე იმაშია, რომ მას შემდეგ, რაც ინფიცირებულ პაციენტს სიცხემ აუწია, მას უგანდის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. პაციენტის გარდაცვალების შემდეგ მის ორგანიზმში ებოლას ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურდა.
უგანდის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინფიცირებულ მამაკაცს 44 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, იქიდან 30 სამედიცინო დაწესებულების პერსონალი და პაციენტები არიან.
ებოლას ბოლო ეპიდაფეთქება უგანდაში 2022 წლის სექტემბერში დაფიქსირდა, რამაც 55 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. 2023 წლის იანვარში შესაბამისმა უწყებებმა გამოაცხადეს, რომ ეპიდაფეთქება ჩამქრალია.
ახლანდელი ებოლას ვირუსის ეპიდაფეთქების ჩაქრობა, შესაძლებელია, ბევრად გართულდეს, რადგან ქალაქ კამპალაში ოთხ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სარეზერვო ფონდიდან გააგზავნის ერთ მილიონ დოლარს უგანდის მხარდასაჭერად ებოლასთან ბრძოლაში.