ძმის მარცხის შემდეგ, ალექსანდრე თოფურია მიმართვას ავრცელებს
1781522507
შვეიცარიის სამხრეთით, მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა. პოლიციის ცნობით, მატარებლის ლიანგაგებიდან გადასვლის სავარაუდო მიზეზი ზვავია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 7:00 საათზე, სოფელ გოპენშტაინის მახლობლად მოხდა, სადაც ზვავის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა.
პოლიციის ცნობით, 29-ვე მგზავრი გადაარჩინეს, ხოლო დაშავებულთაგან ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბოლო დღეებში, შვეიცარიაში ძლიერი წვიმა და თოვლი იყო, ქვეყნის თოვლისა და ზვავის კვლევის ინსტიტუტმა, ალპებში ზვავების ძალიან მაღალი რისკის შესახებ გაფრთხილება გამოსცა.