ძაღლმა, რომელმაც პატრონს 4 000 დოლარი შეუჭამა, თანხა უკან დააბრუნა

შეჭმული დოლარები

პენსილვანიაში ძაღლმა 4,000 აშშ დოლარის ნაღდი ფული შეჭამა. ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Washington Post წერს.

"ეს არის სესილი. მას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია მანამდე, სანამ 4,000 დოლარი არ შეჭამა“ - უთხრა გამომცემლობას კერი ლოუმ, 7 წლის ძაღლის მფლობელმა. კერიმ და მისმა მეუღლემ, კლეიტონმა, თავიანთი შემნახველი ანგარიშიდან თანხა, 4000 დოლარი გამოიტანეს, მათ თანხა ღობის ასაშენებლად დასჭირდათ.

ბანკიდან დაბრუნების შემდეგ, კლეიტონმა 100 და 50 დოლარიანი კუპიურებით სავსე კონვერტი სამზარეულოს მაგიდაზე დადო, რომ მოგვიანებით ის სხვაგან დაემალა. მაგრამ ნახევარი საათის შემდეგ მან იატაკზე  ნაღეჭი კუპიურები დაინახა, მიხვდა, რომ რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა. 

საბოლოოდ, ცოლ-ქმარმა იატაკიდან 1500-მდე ნაკლებად დაზიანებული ბანკნოტის აღება მოახერხა, ამასთან ბანკი დათანხმდა, რომ ჩაიბარებდა ყველა დაღეჭილ კუპიურას, რომელსაც სერიული ნომრები შენარჩუნებული ჰქონდა.

ამის შემდეგ, ცოლ-ქმარმა მოთმინებით მოძებნეს ყველა დახეული და დაღეჭილი კუპიურა, ასევე ძაღლის განავალიდანაც შეაგროვეს თანხა, შემდეგ დააწებეს ისინი და ბანკში მიიტანეს.

შედეგად, წყვილმა შეძლო 3,550 დოლარის აღდგენა. 

ასევე ნახეთ:

გიორგი ნაზღაიძე მიმართვას ავრცელებს

„ყველაფერს უნდა დაესვას წერტილი!“ - სალომე უშხვანი მიმართვას ავრცელებს