წყალი 36 საათით შეწყდება - ნახეთ, მისამართები და გრაფიკი დეტალურად
1790191248
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტმა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტებზე ისაუბრა.
ლევან მაჭავარიანი ირაკლი კობახიძის განცხადებიდან მშვიდობის, ეკონომიკური ზრდისა და სუვერენიტეტის დაცვის შესახებ გაკეთებულ აქცენტებს გამოჰყოფს.
„გაეროში პრემიერმა ყურადღება გაამახვილა მშვიდობაზე და ამ მშვიდობის ფონზე თუ რა წარმატებას მიაღწია საქართველომ, მითუმეტეს ეკონომიკური ზრდის კუთხით, რითიც ლიდერები ვართ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. ასევე ჩვენს ფუნქციაზე დაკავშირებადობის კუთხით, საქართველო იბრუნებს ისტორიულ როლს. ასევე იმაზე, რომ მშიდობასთან ერთად უალტერნატივოა მოლაპარაკებები ქვეყნებს შორის. რა თქმა უნდა, ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტს და ამის ფონზე უნდა წარიმართოს ყველა მოლაპარაკებები“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა.