პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის ყოფილი მონაწილე, სალომე უშხვანი სოციალურ ქსელში წერს, რომ რეალითი შოუს ფინალურ სეზონზე მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
„მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, არ მინდოდა 2024 წელსაც არ თემაზე პოსტის დაწერა, თუმცა ყველაფერს უნდა დაესვას წერტილი და ჩემი მიზანია, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს „პრაიმ ჰაუსი“ ჩემს ცხოვრებაში.
პირველ რიგში, მინდა შევეხო პრომოში ჩემი და ნიკოს გამოჩენის თემას, პრომო ჩაწერილია 1 თვის წინ, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ ფიქრის რეჟიმში ვიყავით და არ გვქონდა გადაწყვეტილება მიღებული, კონტრაქტზე ხელი არც მაშინ გვქონდა მოწერილი და არც ვაპირებთ.
ბევრი ფიქრის შემდეგ, შემიძლია ვთქვა: ამ პროექტისგან მე უკვე მივიღე ის, რაც მინდოდა, მაქვს ცნობადობა და საზოგადოების ინტერესი, შესაბამისად, მინდა ეს მიღებული ბენეფიტი გამოვიყენო სასიკეთოდ, დადებითად და არ დავიწყო წყლის ნაყვა პროექტში ხელახლა შესვლით. ჩემი მიზანი არც სკანდალებით თავის წამოწევა, არც რეიტინგის ბინძური მეთოდებით მოპოვებაა… არ ვარ ის ადამიანი, რომელიც მისცემს პროექტს ჩემი გამოყენების საშუალებას.
მეორე და მნიშვნელოვანი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვერ ვხედავ ჩემს თავს იმ ადამიანებთან, რომლებიც აპირებენ მეხუთე სეზონში მონაწილეობის მიღებას… არ მაქვს მათთან კომუნიკაციის სურვილი, მით უმეტეს, საუბარი ზემდეტია თანაცხოვრებაზე. საკუთარი თავი კი არა, დიასაც არ მემეტება იქ შესასვლელად, დიასას ადამიანობა და თვისებები არათავსებადია „პრაიმ ჰაუსთან“, თუმცა იმედი მაქვს და ვიცი, რომ შეძლებს სიბინძურეში დარჩეს იმ დიასად, რომელიც ყველას გვიყვარს!
ისიც ვიცი, ბევრ ადამიანს ჰქონდა სურვილი ვენახეთ ისევ ტელევიზიაში, პროექტში, თუმცა გპირდებით, ნამდვილად არ მოგანატრებთ თავს, ერთად უამრავ კეთილ, საინტერესო, დადებით საქმეს გავაკეთებთ, ჩემს რესურსებს გამოვიყენებ იმისთვის, რომ შევქმნა განსხვავებული, აზრიანი კონტენტი და მაქსიმალურად განვვითარდე, რის პერსპექტივასაც ვერ ვხედავ პროექტში შესვლის შემთხვევაში… „პრაიმ ჰაუსი“ უკვე გამოვიყენე და არ მივცემ საშუალებას, აქეთ გამომიყენოს.
იმედი მაქვს, მოვახერხებ „პრაიმჰაუსელი“ სალომე უშხვანისგან ჩამოვიშორო პირველი სიტყვა … ბევრ საინტერესო სიახლეს გპირდებით! გპირდებით ამ სიახლეებს სიტყვა ,,პრაიმის” გარეშე! მიყვარხართ ახალი წელი,ახალი მიზნები და ყველაფერი ძველი წარსულში“ - დაწერა რეალითი შოუს ყოფილმა მონაწილემ.