დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის მიერ დატოვებული წერილი გაასაჯაროვა

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის მიერ დატოვებული წერილი გაასაჯაროვა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ძვირფასო პრეზიდენტო ტრამპ, როცა მე ვტოვებ ამ წმინდა თანამდებობას, მინდა, გისურვოთ შენ და შენს ოჯახს ყველაფერი საუკეთესო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ამერიკელი ხალხი და მსოფლიოს გარშემო მყოფი ხალხი ამ ოფისისგან ელოდება სიმტკიცეს ისტორიის გარდაუვალ ქარიშხლებში. მე ვლოცულობ, რომ მომავალი წლები იყოს დრო კეთილდღეობის, მშვიდობისა და მადლიერების ჩვენი ერისთვის. ღმერთმა დაგლოცოს და წარგიძღვეს ისე, როგორც დალოცა და წარუძღვა ჩვენს ძვირფას ქვეყანას დაარსების დღიდან“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის წერილში.