კარდიოლოგებმა 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტი დაასახელეს
1755860340
დონალდ ტრამპი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. უკრაინის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ მისალოც წერილში თეთრი სახლის ლიდერი ამბობს, რომ უკრაინელი ხალხის სიმამაცით აღფრთოვანებულია და მათ ბრძოლას პატივს სცემს, თუმცა იმავდროულად აღნიშნავს, რომ ომის დასრულების დროა.
„შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოლაპარაკებების გზით მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც მოიტანს ხანგრძლივ მშვიდობას, დაასრულებს სისხლისღვრას და დაიცავს უკრაინის სუვერენიტეტსა და ღირსებას“, - ნათქვამია ტრამპის წერილში.
უკრაინას დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავს ულოცავს ამერიკის სახელმწიფო მდივანიც.
„შეერთებული შტატები უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი ერის, მომავლის ერთგულია. გვჯერა მოლაპარაკებების გზით მიღწეული შეთანხმების, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის სუვერენიტეტს და მის გრძელვადიან უსაფრთხოებას“, - წერს მარკო რუბიო.